გაუპატიურება

გაუპატიურება
• სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით. აღნიშნული დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით. გაუპატიურება სასტიკი, ადამიანის დამამცირებელი და დანაშაულებრივი ქმედებებაა, მიუხედავად იმისა, გამოყენებულ იქნა თუ არა ფიზიკური ძალა და მიყენებულ იქნა თუ არა ფიზიკური დაზიანებები. გაუპატიურების მცდელობამაც ისევე შეიძლება იმოქმედოს ადამიანზე, როგორც თავად გაუპატიურებამ.
Source: გაუპატიურება და სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება (სტუდენტის სახელმძღვანელო),-ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო,-თბ.,–2006,
• მიმართულია ქალის სექსუალური იძულებისა და სქესობრივი თავისუფლების წინააღმდეგ. (სსკ, მუხლი117) სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით, ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით
Source: ქალთა უფლებების დაცვის საერთაშორისო და ეროვნული მექანიზმები,-[კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი] - თბ., -2005,
• ქალზე ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ფორმა გაუპატიურებაა. ქალის ნებისა და თანხმობის გარეშე მასთან სქესობრივი კავშირის დაჭერა ფიზიკური ძალის გამოყენებით ან მუქარით სისხლის სამართლის დანაშაულია. კანონი არ ითვალისწინებს, რა დამოკიდებულებაში იმყოფებიან დამნაშავე და დაზარალებული (შესაძლოა, ისინი კანონიერ ქორწინებაში მყოფი ცოლ-ქმარიც იყვნენ); მთავარი ის არის, რომ კონკრეტულ მომენტში ქალთან სქესობრივი კავშირის დასაჭერად მიმართავენ ძალმომრეობას. ძალმომრეობის ეს ფორმა ლახავს ქალის სქესობრივ თავისუფლებას, შეურაცხყოფს მის პიროვნულ ღირსებას. ხშირად სასტიკმა მოპყრობამ ან პიროვნული ღირსების დამცირებამ შესაძლოა ადამიანი თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის მცდელობამდე მიიყვანოს. კანონი ამ შემთხვევაში სასტიკი მოპყრობისა და პიროვნული ღირსების შელახვის ერთეულ შემთხვევას არ სჯერდება.
Source: გაფრინდაშვილი ქეთი, ფხაკაძე რუსუდან. ძალადობა ოჯახში, [გენდერული პრობლემატიკა საქართველოში],– ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი,–თბ.,2002,
• დანაშაული, რომელიც ჩადენილია პირდაპირი განზრახვით. დამნაშავე აცნობიერებს, რომ ამყარებს სქესობრივ კავშირს ძალადობით და ქალის ნების საწინააღმდეგოდ. გაუპატიურების განზრახვად არ მიიჩნევა მამაკაცის თხოვნა, ხვეწნა, ქალის დარწმუნება დაამყაროს მასთან სქესობრივი კავშირი. გაუპატიურება დასრულებულად ჩაითვლება სქესობრივი აქტის დაწყების მომენტიდან, მაშინაც კი, როცა ფიზიოლოგიური თვალსაზრისით, იგი დასრულებული არ იყო. გაუპატიურების ყველაზე მძიმე ფორმებია: გაუპატიურება ჩადენილი განსაკუთრებით საშიში რეციდივისტის მიერ; გაუპატიურება, რომელსაც განსაკუთრებით მძიმე შედეგი მოჰყვა; მცირეწლოვნის გაუპატიურება.
Source: მადურაშვილი ხათუნა. ქალის უფლებები და მათი დაცვა საქართველოს სისხლისა და შრომის კანონმდებლობის მიხედვით // ალმანახი №7 [ადამიანის უფლებათა დაცვის სამართალი], – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, – 1998

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Нужен реферат?

Полезное


Смотреть что такое "გაუპატიურება" в других словарях:

  • ფიზიკური ძალადობის ფორმები — • ცემა მუშტებით, ცემა ფეხებით, ფეხმძიმე ცოლის ცემა, თმებით თრევა, კედელზე თავით რტყმევა, დახრჩობის მცდელობა, სხეულზე ანთებული სიგარეტის ჩაქრობა, გაუპატიურება, ფეხმძიმე ცოლის გაუპატიურება, ცოლის გაუპატიურება სხვათა თანდასწრებით და ა.შ. Source:… …   Georgian encyclopedia

  • ოჯახური ძალადობა — • ქალების წინააღმდეგ მიმართული ძალდობის ყველაზე გავრცელებული ფორმა არის საოჯახო ძალადობა. საოჯახო ძალადობა მრავალი წლის მანძილზე ითვლებოდა პირად პრობლემად, რომელშიც სახელმწიფო და საკანონმდებლო სისტემა არ უნდა ჩარეულიყო. და მაინც საოჯახო ძალადობა… …   Georgian encyclopedia

  • ძალადობრივი დანაშაული — პიროვნების სიცოცხლის, ჯანმრთელობის, თავისუფლებისა და, აგრეთვე, საზოგადოებრივი მორალის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების ერთობლიობა. ძალადობრივი დანაშაულების საფუძველს წარმოადგენს პიროვნების ან საზოგადოებრივი მორალის წინააღმდეგ განხორციელებული… …   Georgian encyclopedia

  • ქალის რეპროდუქციის უფლების დარღვევა — მოიცავს იძულებით ორსულობას (ქალის იძულებას საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ მუცლით ატაროს ბავშვი) და იძულებით სტერილიზაციას (ქალისთვის შვილოსნობის უფლების წართმევა). Source: გაუპატიურება და სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება (სტუდენტის… …   Georgian encyclopedia

  • გაპრავება — პოლიციელთა ენაზე მისი მნიშვნელობა ასეთია: გაპრავება საქმისათვის მსვლელობის მიცემა, ანუ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა. როდესაც გადაწყვეტილია, რომ სხვადასხვა მიზეზთა (ძალზე გახმაურებული, საქვეყნოდ ცნობილი საქმე, ოდიოზური დამნაშავე, ინტრიგანი და… …   Georgian encyclopedia

  • ფელონია — მძიმე დანაშაული (მე 14 საუკუნე). ფელონიები, როგორც წესი, ისჯებოდა სიკვდილით, სხეულებრივი სასჯელებით ან ქონების კონფისკაციით (მკვლელობა, გაუპატიურება, ყაჩაღობა, ქონების ხანძრით განადგურება და სხვა). Source: გოთუა ზურაბ. ანგლო ამერიკული სისხლის… …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»